რეგიონი
პოეზიის საღამო ზუგდიდის ბიბლიოთეკაში (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა პოეტების თემურ ელიავასა და გიორგი ბალახაშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიების იდეის ავტორი თემურ ელიავა იყო, ხოლო ორგანიზატორი - ბიბლიოთეკა.

„დღეს ძალიან ლამაზი საღამო იმართება ჩვენთან. მსმენელის სიმრავლეც ამ ახალგაზრდა პოეტების პოპულარობას მოწმობს“, - განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა მანანა გვარამიამ.

გიორგი ბალახვილმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ზუგდიდელი აუდიტორია განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩევა.
„მეც ვცდილობ განვაახლო ჩემი „რეპერტუარი“, - აღნიშნა პოეტმა.


Print