რეგიონი
ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს ესტუმრა.

უწყების ხელმძღვანელი,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და ზუგდიდის გამგებლის მოადგილესთან ერთად, განმუხურსა და ხურჩაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მათ საკუთარი პრობლემები გააცნეს.

სოფელ ხურჩის მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღის, გაზის და ახალი ელექტროსადენების პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სოფელი ამჟამად ამბულატორიას და სკოლას საჭიროებს. ქეთევან ციხელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლება ხურჩელებს პრობლემის მოგვარებასა და მის განხილვას დაჰპირდნენ.
Print