რეგიონი
ასოციაცია "ათინათი" "ზუგდიდობას" უერთდება
ასოციაცია „ათინათი“ "ზუგდიდობაზე" სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. დღესასწაულის ფარგლებში ასოციაციის ახალგაზრდული ცენტრი გამოფენა-გაყიდვას გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ბუნებრივი და ხელოვნური ყვავილებისგან დამზადებული ნივთები, სხვადასხვა სახეობის მცენარის ნერგები, ფერწერის, ტიხრული მინანქრისა და თიხისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშები. ამასთან, გამოიფინება საშემოდგომო დეკორაციები.

გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა კონკურსი და სიურპრიზი ელოდებათ.
Print