რეგიონი
ირანულ-ამერიკული კომპანია სამეგრელოში ინვესტიციებს დებს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას და ირანულ-ამერიკული კომპანია “არიკ-ჯგუფის” პრეზიდენტ აფრაზ რავარს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კომპანია სამეგრელოში ინვესტიციებს ტურიზმსა და აგრო-სექტორში ჩადებს.

კომპანიის წარმომადგენლები აბაშაში, წყემის პარკში მწვანე სასტუმროების ქსელის აშენებასთან ერთად ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე ხუთვარსკვალიანი სასტუმროს აშენებას, რეგიონში მოცვის მოყვანასა და გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავენ.

Print