რეგიონი
ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და განმუხურის ბულვარზე საუბრობს
ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს მედიის წარმომადგენლებს ხვდება. მან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღსა და განმუხურის ბულვარზე ტელე-რადიოკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტის ნანა ქობალიას მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ბოტანიკურ ბაღში „ქართუ ბანკი“ განახორცილებს ინვესტიციებს. რაც შეეხება განმუხურის ბულვარს, ივანიშვილი „თანაინვესტირების ფონდთან" ერთად სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.

ბულვარი გაფართოვდება და საზღვართან აშენდება მაღალი კლასის სასტუმრო. ეს არა კომერციული, არამედ პატრიოტული მიზნითაა, რათა ჩემს ქვეყანაში რამე ახალი გაჩნდეს. ვხარჯავ, რომ შარმი მიეცეს შავ ზღვას“, - განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, ანაკლიაში ახალი ბოტანიკური ბაღის გაშენებაა დაგეგმილი.

Print