რეგიონი
გალში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გალში მორიგი შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებას ქართული მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. ამასთან, გალში იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.

გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა თემასთან ერთად, ქართული მხარე განსახილველად კიდევ ერთხელ დააყენებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე რეაგირების საკითხს, რაც შეხვედრებზე მუდმივად დგას, თუმცა, უშედეგოდ.

ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებისგან დამატებით მასალებს ითხოვს და საკუთარ პირობებს აყენებს. სავარაუდოდ, ქართული მხარე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხსაც დააყენებს.

Print