რეგიონი
ანაკლიის გამგებელი: შემომითვალეს, თანამდებობა დატოვეო
გამგებლის წარმომადგენელი ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ყორშია, სავარაუდოდ, თანამდებობას ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან რადიო"ათინათს" განუცხადა.

"მართალია, ჯერ არ დამიტოვებია, მაგრამ ვერავინ გადამაფიქრებინებს. საკუთარი სურვილით ვტოვებ. 18 თვე მუხლჩაუხრელად ვიმუშავე. სიტუაცია არის არასახარბიელო, თურმე, ჩემი ბრალი ყოფილა ყველაფერი. როცა გადავდგები, გავაკეთებ შესაბამის განცხადებას. ბათუმელი კაცი ვარ, აქ თურმე ზედმეტი ვყოფილვარ", - აღნიშნა ყორშიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა წოწერია რადიო"ათინათთან" საუბარში აცხადებს, რომ მისთვის ბადრი ყორშიას გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი არ იყო.

"ამას შესაბამისი პროცედურა დასჭირდება, ჯერ არ მოუმართავს განცხადებით", - განმარტა წოწერიამ.

ცნობისთვის,ბადრი ყორშია ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის თანამდებობას წელიწადნახევარზე მეტხანს იკავებდა.

Print