რეგიონი
ნოქალაქევის რეაბილიტაცია იწყება
ისტორიული მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარია საჭირო. ამისთვის სრულ თანხას საქართველოს მთავრობა გამოყოფს. პროცესი 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ნოქალაქევს ესტუმრებიან და სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ ისტორიული ეგრისის (დასავლეთ საქართველო IV-VIII სს.) სამეფო დედაქალაქის ,,ციხეგოჯი" ,,არქეოპოლისის" განვითარების, 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა.
დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა, მომზადდეს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია
”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print