რეგიონი
ასოციაცია "ათინათი" ზუგდიდობას სხვადასხვა ღონისძიებით შეუერთდა (ვიდეო)
დღესასწაულის ფარგლებში ასოციაცია „ათინათი“- ს ახალგაზრდულმა ცენტრმა გამოფენა-გაყიდვა გამართა, სადაც წარმოდგენილია ბუნებრივი და ხელოვნური ყვავილებისგან დამზადებული ნივთები, სხვადასხვა სახეობის მცენარის ნერგები, ფერწერის, ტიხრული მინანქრისა და თიხისგან დამზადებული ხელოვნების ნიმუშები. ამასთან, გამოიფინა საშემოდგომო დეკორაციები. ორგანიზატორების თქმით, გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

„დღეს გვაქვს გოგრების ფესტივალი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არის ნომინაციები, ვინც მოიტანდა „კოპეშიას“ მას გადაეცემოდა სიგელი. ამ გოგრებს ვყიდით, ხოლო შემოსული თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას,“ -აღნიშნა ასოციაცია „ათინათის“ თანამშრომელმა სალომე გუგუჩიამ.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა კონკურსი და სიურპრიზი ელოდებათ.

Print