რეგიონი
ზუგდიდობაზე თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა (ვიდეო)
„ზუგდიდობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებასთან ერთად თეატრალიზებული მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში ქორეოგრაფიულ-ვოკალური ანსამბლები და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. ზუგდიდობის დამდგმელი რეჟისორის ბასა ფოცხიშვილის თქმით, ზეიმი კარგად დაიწყო და სანახაობა ჯერ კიდევ წინ არის.

ძალიან დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო ზუგდიდის მიმართ. ჩემი ბავშვობის ძალინ დიდი ნაწილი აქ მაქვს გატარებული, იმიტომ რომ ჩემი ბებია ნამდვილი ზუგდიდელი იყო. ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიების ორგანიზატორობა“,- განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.

Print