რეგიონი
ანაკლიაში სამი სასტუმრო აშენდება
ანაკლიაში ახლო მომავალში სამი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. როგორც სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ანაკლიაში სასტუმროებისა და ე.წ. ,,გესთ ჰაუსების’’ მშენებლობაზე ინტერესი დიდია. მისივე თქმით, მომავალი წელს აქ ფუნქციონირებას კიდევ ერთი 120 ნომრიანი სასტუმრო დაიწყებს.

"წელს ტურისტები ძალიან დიდი ნაკადი იყო და ვიცით, სად იყო სუსტი წერტილები და რა უნდა გავაკეთოთ, ეს უკავშირდება ინვესტორების მოზიდვას... ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკავშირდება საშხაპეების, საპირფარეშოების და კვების ობიექტების რაოდენობის მოგვარებას. აქცენტს ადგილობრივ მოსახლეობაზე გავაკეთებთ და წინასწარ მოვამზადებთ თუ როგორი ობიექტები უნდა განთავსდეს", - აღნიშნა შონიამ.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, ტენდერი განმუხურის შემოვლით გზაზე დაწყებულია, ასევე, მომავალი წლისთვის ტურისტული ტერიტორიის პირველ ზოლზე საგზაო ინფრასტრუქტურა და განათება მოწესრიგდება.

Print