რეგიონი
გამრიცხველიანების გამო სამეგრელოს ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

15 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში მიმდინარე რეაბილიტაცია-გამრიცხველიანების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 1610 აბონენტს (სოფელი: ძველი აბასთუმანი, განმუხური, ყულიშკარი, დიდი ნეძი, ჭაქვინჯი), მარტვილის მომსახურეობის ცენტრში სოფელ კურზუს და თამაკონის 876 აბონენტს, ჩხოროწყუს მომსახურეობის ცენტრში სოფელ ჭოღას 475 აბონენტს. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ხობის მომსახურეობის ცენტრში სოფელ ქვემო ქვალონისა და შუა ხორგას 898 აბონენტს.
Print