რეგიონი
პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" შესახებ მსჯელობა გაიმართა (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის წარმომადგენლებმა, რეგიონში მოქმედმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, USAID-ის წარმომადგენლობამ და პროექტის სამიზნე 7 სოფლიდან მოსახლეობამ მიიღო.

შეხვედრაზე პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ირგვლივ არსებული საკითხები განიხილეს. აღნიშნულ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ასოციაცია „ათინათი“ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად (საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის ახალგაზრული ცენტრი) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

„პეტიცია-ხახის ხმა თვითმმართველობაში“ დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში
, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხორციელდება. მისი მიზანია მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით, ადვოკატირების კამპანიის ორგანიზების გზით მოსახლეობის გააქტიურება.

პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

Print