რეგიონი
გუბერნატორმა მოსწავლეებსა და მასწავლებელებს სასწავლო წლის დაწყება მოულოცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მასწავლებლებს და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელებს მიულოცა.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებს, რომლეთა ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება. მოსწავლეებთან ერთად ეს დღე განსაკუთრებულია მასწავლებლებისთვის, თითოეულ მათგანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურო. თქვენ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი გენიჭებათ განათლებული თაობის აღზრდის საქმეში“,- განაცხადა ლევან შონიამ.

გუბერნიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 200-ზე მეტ სკოლას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაიხარჯა 25 მილიონ ლარამდე.



Print