რეგიონი
საკრებულოსთვის წარსადგენი პეტიციების განხილვა (ვიდეო)
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, სადაც პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

მათ განიხილეს საკრებულოში წარსადგენი პეტიციები, რომლებიც ეხება ქ. ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას, დადიანის ქუჩაზე გიგა ოთხოზორიას სახელობის პარკის მოწყობასა და ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილების მოწყობას.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ასოციაცია „ათინათი“, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და გურიის ახალგაზრდული ცენტრი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

Print