რეგიონი
ზუგდიდში 52 ქუჩაზე გზის საფარს შეაკეთებენ
ქალაქ ზუგდიდში 31 ქუჩის საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის ორმული შეკეთება და 21 ქუჩის მოშანდაგება იგეგმება. ქალაქის მერიამ სამუშაოებისთვის 200 ათასი ლარი გამოყო. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დასრულდება.

ასფალტო-ბეტონის საფარის ორმულის შეკეთება დაგეგმილია შემდეგ ქუჩებზე:

8 მარტის, ქუთაისის, ი. ჭავჭავაძის, კ. გამსახურდიას, ჯანაშიას, ტოლსტოის, მეუნარგიას, პუშკინის, ხელაიას, თავისუფლების, დოჩიას, თბილისის, ქირიას , ბარამიას, ლაზის, ცოტნე დადიანის, დადვანის, დარასელის, კედიას, კიტიას, კოსტავას, ლევან II დადიანის, მარცხენა სანაპიროს, მესხიას, ნიკოლაძის, ნინოშვილის, ოდიშის, ქუჯის, შარტავას, სტალინის, თამარ მეფის, სოსელიას, გრიშაშვილის.

ხრეშოვანი საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი განხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე:

რიგის ქუჩა, გოროზიას ქუჩა და მისი პირველი შესახვევი, თეთრი გიორგის ქუჩის ბოლო მონაკეთი, თეთრი გიორგის ქუჩის პირველი შესახვევში მონაკვეთებად, გრიბოედოვის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, პირველი და მეორე შესახვევებით, ნუცუბიძის ქუჩა, კედიას ქუჩის ჩიხი, კიევის ქუჩა, თაბუკაშვილის ქუჩა ქირიას ქუჩამდე და ბოლო მონაკვეთი, ლაღიძეს ქუჩა (ლტოლვილთა დასახლება) მონაკვეთებად, დ. ჯიქიას IV შესახვევი, დ. ჯიქიას III შესახვევი, ტ. გრანელის ქუჩა, კოსტავას ქუჩის ბოლო მონაკვეთი, სოხუმის ქუჩის III შესახვევი მონაკვეთებად, სოხუმის ქუჩის I შესახვეშვი მონაკვეთებად, 17 ჭავჭავაძის ქუჩის I შესახვევი, მარჯვენა სანაპიროს ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩის შესახვევი, ვარშავის ქუჩა და კობახიძის ქუჩის ბოლო მონაკვეთი (ხიდბოგირიდან გზის გადაკვეთამდე).

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიასა და მიმწოდებელ სამშენებლო ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა დასრულდეს.


Print