რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში პრივატიზაციის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება
2017 წლის პირველი იანვრიდან დე ფაქტო აფხაზეთში "რესპუბლიკური და მუნიციპალური საკუთრების პრივატიზაციის შესახებ" კანონი შევა ძალაში. აფხაზური მედიის ინფორმაციით, "რესპუბლიკური საკუთრების ჩამონათვალს, რომელიც პრივატიზაციას დაექვემდებარება "მინისტრთა კაბინეტი დაადგენს და პარლამენტი დაამტკიცებს", ხოლო, მუნიციპალური საკუთრებისას - სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოები".

ობიექტების ჩამონათვალს, რომელიც პრივატიზაციას დაექვემდებარება, "მინისტრთა კაბინეტი და სახალხო კრება დაადგენს".  ხოლო, იმ კონკრეტული ობიექტების შესახებ გადაწყვეტილება, რომლებიც პრივატიზაციას არ დაექვემდებარება, სპეციალური კანონის შესაბამისად მიიღება".


Print