რეგიონი
სანდრა რულოვსი: ფინანსური პოლიციისა და სუს-ის გაუქმება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა პარტიის პროგრამაზე საუბრისას ხაზი ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობას გაუსვა.

„სუს-ისა და ფინანსური პოლიციის გაუქმება იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. ამასთან, სასამართლოსა და განათლების რეფორმები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტა სანდრა რულოვსმა.

ამის შესახებ მან რადიო "ათინათის" თოქ-შოუ "კანდიდატში" სტუმრობისას ისაუბრა.

Print