რეგიონი
პრემიერ-მინისტრი GEM FEST 2017-ის პრეზენტაციას დაესწრო
"ჯემ ფესტი" 2017 ანაკლიაში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის პრეზენტაცია ორგანიზატორებმა "ვენიუ ფაბრიკაში" გამართეს. მათი განცხადებით, 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება.

მომავალ წელს "ჯემ ფესტზე" 100-ზე მეტი სპორტული ღონისძიების მოწყობას გეგმავენ. რაც შეეხება უშუალოდ მუსიკას, მსმენელის წინაშე 500-ზე მეტი უცხოელი და ქართველი შემსრულებელი წარსდგება.

"ბევრს ვერაფერს ვიტყვი. მე თქვენი სიხარულით ვხარობ. რომ გიყურებთ ამდენ ბედნიერ, პოზიტიურად დამუხტულ ადამიანს, მე თქვენი სიხარული მიხარია და ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც თითოეული თქვენგანი. გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, 2017 წელი იქნება სრულიად ახალი, კიდევ უფრო მძლავრი "ჯემ ფესტის" ეტაპის დასაწყისი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.

2017 წელს ანაკლიაში 6 სცენის მოწყობა იგეგმება. დაწყებულია ბილეთების გაყიდვა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მან ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
Print