რეგიონი
"გაცოცხლებული მე-19 საუკუნე" - "ევროპის მემკვიდრეობის დღეები" ზუგდიდში (ვიდეო)
"ევროპის მემკვიდრეობის დღეების" ფარგლებში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში უნიკალური ნივთები გამოფინეს. მათ შორის იყო, ნაპალეონ ბონაპარტის კორესპონდეციები და დეკორატიული კარადები, ფრანგული ლიტერატურა, ევროპის ქალაქებში გადაღებული ფოტოები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ვენეციური ბროლის ჭაღი, საფრანგეთში დამზადებული ავეჯი, სამეგრელოში გამოცემული პირველი ხელთნაწერი გაზეთი, ჭურჭელი და სხვ.

დამთვალიერებლებს ექსკურსია- მძღოლობა "გაცოცხლებულმა" ბერტა ფონ ზუტნერმა და იონა მეუნარგიამ გაუწიეს.

ევროპის მემკვიდრეობის დღეები წლის საერთო თემის "მემკვიდრეობა და საზოგადოება" ფარგლებში მოეწყო.

ცნობისთვის, "ევროპის მემკვიდრეობის დღეები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

Print