რეგიონი
სამეგრელოში კორეის რესპუბლიკის ელჩი ჩამოვიდა
გუბერნატორისა და ელჩის შეხვედრა გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა და ის გაცნობითი ხასიათის იყო. კიმ ჩან გიუმ და ლევან შონიამ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და რეგიონში დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონის ტურისტულ და აგრარულ სექტორში არსებული პოტენციალი გააცნო. როგორც ელჩმა განაცხადა, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ბევრი კორეელი ჩამოვიდეს საქართველოში და ნახოს აქაური სილამაზე. შეხვედრას ნენსკრაჰესის ინვესტორი კორეული კომპანია „ქეი ვოთერის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლევან შონიამ ელჩს და კორეული კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს ერთობლივი ძალიან კარგი პროექტი, ნენსკარაჰესის სახით. ეს არის 1 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც ძალიან ბევრ ადგილობრივს ასაქმებს“, - აღნიშნა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

კიმ ჩან გიუმ ანაკლიის პორტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ეს არის ჩვენი ყველაზე მოკლე გასასვლელი გზა ევროპაში. გვსურს თქვენთან თანამშრომლობა არამარტო ნენსკრას მიმართულებით. გვაქვს ძალიან კარგი გეგმები, რომელსაც თქვენს ქვეყანასთან ერთად ვგეგმავთ“ - განაცხადა ელჩმა.


Print