რეგიონი
რაულ ხაჯიმბამ საზოგადოებრივი პალატის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრების დამტკიცების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. "კანონმდებლობის" თანახმად, საზოგადოებრივ პალატაში 13 მოქალაქის კანდიდატურას პრეზიდენტი ამტკიცებს, 11 რაიონებისა და ქალაქების წარმომადგენელია, კიდევ 11 - პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივ - პოლიტიკური გაერთიანებების, სულ - 35 ადამიანი.

ოქტომბერში საზოგადოებრივი პალატის ამჟამინდელი შემადგენლობის უფლებამოსილება იწურება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, იმ მიმართულებებში, რომლებსაც საზოგადოებრივი პალატა ახორციელებს, რაულ ხაჯიმბამ ისეთი საკითხები დაასახელა, როგორიცაა, რეზონანსული კანონპროექტების ექსპერტიზა და ხელისუფლებას, მოქალაქეებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთქმედების გააქტიურება.



Print