რეგიონი
სოხუმში ქარიშხალმა რამდენიმე სახლი დააზიანა
სოხუმში მოვარდნილმა ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა. ამის შესახებ ქალაქის კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა ატეპინამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 

„ძლიერმა ქარმა, ქალაქის რამდენიმე სახლს სახურავი გადახსნა, მათ შორის, ნაწილობრივ, ადმინისტრაციის შენობასაც“,- თქვა ატეპინამ.

მისი თქით, კოკისპირული წვიმის შედეგად, სადგურის რაიონი დაიტბორა, თუმცა ამ დროისათვის წვიმა თითქმის შეწყდა და მდინარეებში წყლის ადიდების საშიშროება არ არსებობს.


Print