რეგიონი
"ახალი სახეების" პრეზენტაცია ზუგდიდში (ვიდეო)
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კრებულის „ახალი სახეები“ მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობენ. კრებულში წარმოდგენილია მათი სხვადასხვა სახის მხატვრული ნამუშევარი. წიგნისთვის ილუსტრაციები სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. პროექტის ხელმძღვანელი მედეა თორიაა, რედაქტორი კი - ნანი მოსიძე. კრებული ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

"მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ პრეზენტაცია პირველად ტარდება განახლებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში", - დასძინა მედეა თორიამ.

პრეზენტაციას პროექტის მონაწილეები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print