რეგიონი
ზუგდიდში გარემოს დაცვით საკითხებზე შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციულ შენობაში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციის ხელშეწყობის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის 7 მუნიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში ვრცელდება და მიზნად ისახავს მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობას, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვასა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაუმჯობესებას.

პროექტი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს“ მიერაა ინიცირებული. მისი ფინანსური მხარდამჭერია შვეიცარიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „Pro Natura - დედამიწის მეგობრები - შვეიცარია“.


Print