რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები ამომრჩევლებს SMS-ებს უგზავნიან
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები მოქალაქეებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ელექტრონული ფოსტით წერილებს უგზავნიან დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ამასთან, ქალაქ ზუგდიდის მერიამ გამოსცა სპეციალური გაზეთი „მერია News”, რომლის მიზანია, ამომრჩევლებს თვითმმართველობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტებმა არ უნდა გამოიყენონ მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების პირადი მონაცემები ისე, რომ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენებასა და პერსონალური მონაცემების დაუცვლეობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდეს. ამასთან, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა უნდა გამოიკვლიოს, როგორ მოიპოვეს მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეთა სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომრები.

Print