რეგიონი
გურგენ სართანია: ბლანკების დარიგებას „ქართული ოცნების“ შტაბიდან ავალებენ
რადიო „ათინათის“ თოქ-შოუ „კანდიდატში" "პარტიოტთა ალიანსის" ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატმა გურგენ სართანიამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

სართანიამ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს აქტიურად იყენებს.

„გამგეობის თანამშრომელმა გადმომცა ფურცელი. ასეთი ბლანკების დარიგებას „ქართული ოცნების“ შტაბიდან ავალებენ პასუხისმგებელ პირებს გამგეობის, ძალოვანი უწყებისა და თავდაცვის უწყებების თანამშრომლებისთვის. აქ არის მითითებული სახელი, გვარი, რამდენი ხმის მოტანა შეუძლია თითოეულ თანამშრომელს, ზონა, უბანი, ტელეფონი, მისამართი, პირადი ნომერი, რეკომენდატორი... იმ პიროვნების ვინაობა რომ დავასახელო, ვინც ბლანკი გადმომცა, პრობლემები შეექმნება... გვიხევენ პლაკატებს, მოდიან პროვოკაციაზე. მე ველოდი "ნაციონალებისგან" ჩემ წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ „ქართული ოცნება“ უფრო მიპირისპირდება", - განაცხადა სართანიამ.

გამგებლობის კანდიდატმა მისი „ქართული ოცნებიდან“ „პატრიოტთა ალიანსში“ გადასვლის, საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმების შესახებ კითხვებსაც უპასუხა.

Print