რეგიონი
ყულევის ნავთობტერმინალში ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკი აშენდა (ვიდეო)
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია, კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და ხობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყულევის ნავთობტერმინალში ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.

5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ. მიაღწევს.

6 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3 შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული - 3000 მ3 და 3 ერთეული - 2000 მ3. რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად.

დასახული მიზნების მისაღწევად კომპანიამ, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დანერგა და მუდმივად მუშაობს მართვის ინტეგრირებული სისტემის სრულყოფაზე.

ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.


Print