რეგიონი
აფხაზეთიდან სამეგრელოში ნარკოტიკული ნივთიერებების გადმოტანის მცდელობისას 2 პირი დააკავეს
დე ფაქტო აფხაზეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, 2016 წლის 25 სექტემბერს ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას" ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

"აბხაზია ინფორმის" ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, სოფელ ბედიის მცხოვრებლები, ძმები - ნიკა და ბადრი კულავები, 60 გრამი მარიხუანას აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოტანას ცდილობდნენ.

ამავე ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს გალის განყოფილებას გადაეცა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

"ქართულ - აფხაზური საზღვრის დაცვა, არა მარტო სამეურნეო - საყოფაცხოვრებო მიზნით, საზღვრის უკანონო გადაკვეთის გაუთავებელი მცდელობების, არამედ, იარაღის და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის აღკვეთაა", - აღნიშნულია დე ფაქტო აფხაზეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაში.

Print