რეგიონი
პრემიერ-მინისტრი: ანაკლიის პორტი 3 წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, უკვე 2 წელია, ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის ათასობით ადამიანს დაასაქმებს.

„ანაკლიის პორტი მთლიანად შეცვლის ქვეყნის როგორც სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ეკონომიკურ ლანდშაფტს საქართველოში. ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ პროექტზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Print