რეგიონი
საიას ზუგდიდის ოფისს 2 წელი შეუსრულდა (ვიდეო)

ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა დაარსებიდან 2 წლის თავი ART-გალერეაში აღნიშნა. შეხვედრას საზოგადოებივი ორგანიზაციის, ადგილობრივი

თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საიას ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ შეკრებილებს მუშაობის ანგარიში წარუდგინა და მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა ორგანიზაციამ, ორი წლის განმავლობაში, სამართლებრივი კონსულტაცია 8 005 მოქალაქეს გაუწია. მათ შორის, პირადი კონსულტაცია 6 771 ადამიანმა მიიღო, სატელეფონო - 657, ოლაინ - 95, ველზე გასვლით კი - 432. ამასთან, ღონისძიებაზე ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გამოიფინა.

ორგანიზაციის იურიდიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის თამარ მეტრეველის თქმით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ორგანიზაციამ მოკლე დროის განმავლობაში აქტიურად და წარმატებულად იმუშავა.

„კიდევ ერთხელ მინდა ადგილობრივ ორგანიზაციას იუბილე მივულოცო და ვუსურვო მეტი აქტივობა, პირველ რიგში, ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების სასარგებლოდ“, - თქვა თამარ მეტრეველმა.

ცნობისთვის, 2014 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 20 წლის იუბილეზე, ქალაქ ზუგდიდში საიას რეგიონული ოფისი გაიხსნა

 

Print
თეგები: საია / ზუგდიდი /