რეგიონი
წალენჯიხაში ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ნაწილი დაიწვა
წალენჯიხაში, მერიის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა შენობის მესამე სართული. ამასთან, მნიშვნელოვნად დაზიანდა მეორე სართული. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და მის სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"დაცვის თანამშრომელმა ხანძარი მაშინ შეამჩნია, როდესაც ჭერი ჩაინგრა. სამაშველო სამსახური ადგილზე, დაახლოებით, საათ-ნახევარი მუშაობდა. შესაბამისი სამსახური ზარალს უკვე ითვლის", - უთხრა რადიო "ათინათს" გამგეობის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ბელქანიამ.

შენობაში სხვადასხვა ობიექტი იყო განთავსებული, მათ შორის, გამგეობის დასუფთავების სამსახური, "წყალკანალი", ნოტარიუსი და სხვ.

Print