რეგიონი
ზუგდიდში თანამედროვე მოსაცდელები მონტაჟდება
ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული შ.პ.ს. ,,ალმა ტრანსპორტი“ ქალაქის ტერიტორიაზე 24 მოსაცდელს მოაწყობს. 4 მოსაცდელი უკვე განთავსდა ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ხოლო დანარჩენი 20 ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში დამონტაჟდება.

შ.პ.ს. ,,ალმა ტრანსპორტს“ მოსაცდელების მოსაწყობი ტერიტორია იჯარით გადაეცა. წლიური საიჯარო ქირა 6 875 ლარს შეადგენს.
Print