რეგიონი
ბუტა რობაქიძის დედამ სენაკში ბრიფინგი გამართა
ია მეტრეველმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ "ენმ"-ს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სანდრა რულოვსისაგან ვერ მიიღო კითხვებზე პასუხი იმ მოქმედებებსა და შედეგებზე, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებდა 9 წლის განმავლობაში.

მისი თქმით, დაზიანებულია მისი კუთვნილი ავტომანქანა. მან აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტომობილს ხელ-ფეხს ურტყამდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღიძრული. მის კუთვნილ ავტომობილს კი პოლიცია ამოწმებს.

დღეს "ენმ"-ს ლიდერები  სენაკში მოსახლეობას შეხვდნენ.

ქუთაისში სანდრა რულოვსმა ამომრჩევლებს მიმართა
Print