რეგიონი
სანდრა რულოვსი: გიგა ოთხოზორია პატრიოტი ვაჟკაცი იყო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილას სანთლები დაანთო და გვირგვინით შეამკო.

კანდიდატი სოფელ ხურჩაში, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან, თანამოაზრეებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდა.

რულოვსმა ადგილობრივებს „ხურჩაობა“ იმ ადგილიდან მიულოცა, სადაც რამდენიმე თვის წინ, აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია მოკლა. 

გიგა პატრიოტი ვაჟკაცი იყო და ამიტომ მოკლეს. ეს მხოლოდ ხურჩის ტკივილი არაა. არამედ, ხურჩა არის საქართველოს ტკივილი,“ – აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ და დასძინა, რომ ზუგდიდში ოთხოზორიას ოჯახშიც  იმყოფებოდა.

ცნობისთვის, რომ 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, გალის რაიონის მკვიდრი, 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს.
Print