რეგიონი
დიდინეძის მოსახლეობა წუხანდელი ინციდენტის შესახებ საუბრობს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილობრივები შეესწრნენ. მათ რადიო "ათინათთან" საუბარში წუხანდელი ფაქტის დეტალები გაიხსენეს და მომხდარი შეაფასეს.

ცნობისთვის, დიდინეძში გუშინ, 1 ოქტომბერს, გვიან ღამით, ერთმანეთს ყოფილი და მმართველი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ისინი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" აქტივისტები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ორი მათგანი ტვინის შერყევის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. მედიკოსების განმარტებით, მათ ტვინის შერყევა აქვთ.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს. ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ.
Print