რეგიონი
დიდინეძის ინციდენტში მონაწილე პირთა დაკითხვა მიმდინარეობს (ვიდეო)
უკვე დაიკითხა ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრი კახაბერ ქირია. მისი თქმით, დაზარალებულად მიჩნეულმა ლიკა დემეტრაძემ ის ამოიცნო, თუმცა თავად აღნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა.

„გოგონამ შესვლისთანავე მე დამადო ხელი და ცემაში დამადანაშაულა. მე ინციდენტის ადგილას მომხდარის შემდეგ მივედი“, - განაცხადა ქირიამ.

რაც შეეხება მეორე პირს, პაპუნა კუკავა ამ წუთებში იკითხება. მან სამმართველოში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ რა საკითხზე დაიბარეს სამართალდამცავებმა. „ენმ“-ის წევრი მომხდარში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ პროვოცირება მათ მოახდინეს.

„ჩემთვის უცნობია, რატომ დამიბარეს. მე უკვე მივეცი ჩვენება, მაგრამ დღეს დამიბარეს და გამოვცხადდი ჩემს ადვოკატთან ერთად. როცა გამოვალ, გეტყვით, რაც იქნება“, - აღნიშნა კუკავამ.

Print