რეგიონი
მერიის წინ მწოლიარე მოხუცმა შიმშილობა შეწყვიტა
79 წლის, ციალა ჯოჯუამ, რომელიც მერიის წინ 26 დღე იწვა და საპროტესტო აქციას მართავდა, აქცია შეწყვიტა. ვიცე-მერმა გია გულორდავამ მას დახმარება აღმოუჩინა.

რადიო ,,ათინათთან'' საუბრისას გულორდავამ აღნიშნა, რომ ჯოჯუას საცხოვრებელი პირობები ეტაპობრივად გაუმჯობესდება და მომავალშიც შეეცდებიან დახმარებას.

"დამპირდნენ 40 კვ. მ- ფართის მიშენებას და დაკანონებას. სხვა გზა არ მქონდა, რომ მათთვის არ დამეჯერებინა, თანაც დედაჩემი შეუძლოდ არის. ამ ეტაპზე, ბინაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ვიცე-მერმა გულორდავამ დაავალა კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებს სარემონტო სამუშაოები ხარისხიანად შეასრულონ. ბატონმა გიამ ჭაღი გვაჩუქა. მე სხვისი არაფერი მინდა, რაც კანონით მეკუთვნის, იმას ვითხოვ", - განმარტა ლალი ცირდავამ.


Print