რეგიონი
ედიშერ თოლორაიას ახალკახათში მოსახლეობასთან შეხვედრას მცირე ინციდენტი მოჰყვა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალკახათში მოსახლეობასთან  შეხვედრის დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ედიშერ თოლორაიასთან მომხდარ ინციდენტს "ქართული ოცნების" შტაბში ადასტურებენ. თუმცა, მათივე ინფორმაციით, შემთხვევას შეხვედრა არ ჩაუშლია.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის მერი შენგელაიას განმარტებით,კანდიდატი მოსახლეობას სიტყვით მიმართავდა, რა დროსაც მასთან უცნობი მამაკაცი მიიჭრა, იგი გაუგებრად და ხმამაღლა საუბრობდა.

„ადგილობრივებმა გვთხოვეს მისთვის ყურადღება არ მიგვექცია, რადგან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. ის შეხვედრას მოსახლეობამ თვითონ გაარიდა“ ,- აღნიშნა შენგელაიამ.

ახალკახათში შეხვედრას,თბილისის მერი დავით ნარმანია, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური დაესწრნენ.

Print