რეგიონი
აფხაზეთს ახალი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ჰყავს
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაურ კოვე დაინიშნა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, სოხუმში 1979 წელს დაბადებული კოვე 2000-2009 წლებში "ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი" იყო. 2005-2006 წლებში დიპლომატი დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან პრეზიდენტის პროტოკოლის სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, მას "საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის I კლასის დიპლომატიური რანგი მიენიჭა".


Print