რეგიონი
დიდინეძის ინციდენტთან დაკავშირებით "ენმ"-ს 2 წევრს ბრალი წაუყენეს
ოპოზიციური პარტიის წევრებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ინციდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, 1 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ისინი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" აქტივისტები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

Print