რეგიონი
ფოთში სამკერვალო საწარმო აშენდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ფოთში, ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ. უცხოური ინვესტიციით შექმნილი შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკას აამოქმედებს, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებაა დაგეგმილი.

აღნიშნული ბიზნეს-პროექტი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

„საფეიქრო ფაბრიკა თავდაპირველად 1500 პირს დაასაქმებს, ხოლო საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას ჯამში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი 15 მილიონ აშშ დოლარამდე დახარჯავს.

Print