რეგიონი
სამეგრელოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
6, 7 და 10 ოქტომბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ფილიალში მიმდინარე რეაბილიტაცია- გამრიცხველიანების სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 1372 აბონენტს (სოფელი: ძველი აბასთუმანი, განმუხური, დიდი ნეძი, ჭაქვინჯი, ურთა).

ასევე, გაითიშება მარტვილის მომსახურების ცენტრში სოფელ თამაკონის და დოშაყეს 800 აბონენტი, ჩხოროწყუს მომსახურების ცენტრში კი სოფელ ჭოღას 475 აბონენტი. ხობის მომსახურების ცენტრში, სოფელ ქვემო ქვალონსა და შუა ხორგაში 898 აბონენტი გაითიშება.

ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
Print