რეგიონი
მირანდა მესხი: ზუგდიდში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება (ვიდეო)
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი რადიო „ათინათთან“ საუბარში ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ქალაქისა და თემის მაჟორიტარულ ოლქებში, სავარაუდოდ, მეორე ტური ჩატარდება. 92 საარჩევნო უბნიდან 90 უბნის მონაცემი დათვლილია, ჯიხაშკარის 2 უბანი კი გაბათილებულია.

„ჩვენ ხელთ არსებული 90 შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა 50+1 ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური იქნება“, - თქვა მირანდა მესხმა.

რაც შეეხება გამგებლის არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც, მეორე ტურის ალბათობა დიდია.

„65 უბანზე ჩატარდა გამგებლის არჩევნები, აქედან 15 უბანი ხობს იყო მიკერებული. მათ გარდა, 50 უბნის მონაცემებით, შემიძლია ვთქვა, რომ გამგებლის არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება“, - დასძინა მესხმა.

Print