რეგიონი
განმუხურის 38-ე უბნის შედეგები გაბათილდა (ვიდეო)
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში „საია“-ს საჩივრის საფუძველზე, წუხელ 38-ე უბნის შედეგები გაბათილდა. როგორც რადიო „ათინათს“ საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ განუცხადა, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ბიულეტენები ალაგ-ალაგ ეყარა, ყუთი გაქრა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დატოვა უბანი. ეს კი, ჭკადუას თქმით, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ შედეგები ბათილად ეცნოთ.

67-ე საოლქო საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მირანდა მესხი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს 38-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობის ფაქტს.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.

რადიო "ათინათი" გთავაზობთ 8 ოქტომბრის ღამეს განმუხურის 38-ე უბანზე მომხდარის ამსახველ ვიდეოს.
Print