რეგიონი
სოხუმში წითელი ჯვრის მისიის წარმომადგენელი ჩავიდა
დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე - პრემიერი ბესლან ეშბა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა.
"ეს მადლიანი საქმეა. 2013 წლიდან დიდი მუშაობაა ჩატარებული. თუმცა, ამაზე ვერ გავჩერდებით, რადგან ჯერაც არიან 1992-1993  წლების ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულები", – განაცხადა მან.

წჯსკ -ის წარმომადგენელმა მაურო მორაბიტომ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება.


Print