რეგიონი
ბათილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრის გამართვის ბოლო ვადა 22 ოქტომბერია (ვიდეო)

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დასკვნით შეხვედრაზე სხვადასხვა საარჩევნო

უბნიდან შემოსული საჩივრები განიხილეს და კომისიების წევრებსა და თავმჯდომარეებს სხვადასხვა შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრეს. რაც შეეხება განმუხურის 38-ე უბანს, კომისიის წევრების გამოუცხადებლობის გამო, ამ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისია მათთვის საყვედურების გამოცხადებით შემოიფარგლა.

მირანდა მესხმა აღნიშნა, რომ მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ.

ბათილად ცნობილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს. საუბარია ჯიხაშკარის 108-ე, 79-ე და განმუხურის 38-ე უბნებზე.

 

Print