რეგიონი
სოხუმში ტელევიზიასთან მამაკაცმა თავი აიფეთქა
სოხუმში ადგილობრივი ტელევიზიის შენობის ტერიტორიაზე, დაახლოებით 07:05 სთ-ზე მოსკოვის დროით, აფეთქება მოხდა. დე-ფაქტო აფხაზეთის შს მინისტრის ასლან კობახიას ინფორმაციით, თავი აიფეთქა მამაკაცმა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა.

"სავარაუდოდ, ის მარტო არ იყო. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები, მუშაობს ყველა ძალოვანი სტრუქტურა", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.


Print