რეგიონი
ტერაქტი სოხუმში კონკრეტული პოლიტიკოსის წინააღმდეგ მზადდებოდა
მამაკაცი, რომელიც სოხუმში აფეთქებისას დაიღუპა, როსტოვის ოლქის მცხოვრებია, ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განაცხადა.

"დადგინდა, რომ ის რესპუბლიკაში ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს ჩამოვიდა. ტერაქტი, რომლის განხორციელებასაც ის შეეცადა, კონკრეტული აფხაზი პოლიტიკოსის წინააღმდეგ იყო მიმართული. დანაშაული თითქმის გახსნილია",- აღნიშნა კილბამ.

მისი თქმით, ასევე ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი აფხაზეთში ნაცნობთან ერთად ამ ზაფხულსაც იყო ჩასული, "როგორც ჩანს, რეკოგნოსცირების მიზნით".
"ჯერჯერობით, დაღუპულის ვინაობა არ სახელდება, ასევე, არ სახელდება იმ პოლიტიკოსის ვინაობა, ვისზეც მზადდებოდა თავდასხმა".

დღეს, სოხუმის ტელევიზიის შენობის ტერიტორიაზე, მოსკოვის დროით 07:05 სთ-ზე, აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა მამაკაცი. ადგილზე აღმოჩენილ იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა.მომხდართან დაკავშირებით, დე ფაქტო აფხაზეთის შსს-მ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით, ტერორიზმი
და იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, აღძრა.

Print