რეგიონი
ზუგდიდისა და აბაშის ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება
20 ოქტომბერს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით ქვესადგური „ზუგდიდი-4“-ის 6 კვ. ფიდერები 11საათიდან 15:30 საათამდე, ხოლო ქვესადგური “სუჯუნა“ 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება. აღნიშნული მიზეზების გამო ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 890აბონენტს(ქალაქი) და აბაშის 1342 აბონენტს (სოფლები: სუჯუნა, ზანათი, კეთილარი) შეეზღუდებათ.

Print